მთავარიUncategorized"ტერორი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევაჩეროთ" - ბელარუსის ოპოზიცია პროტესტის ახალი ფაზისთვის...

“ტერორი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევაჩეროთ” – ბელარუსის ოპოზიცია პროტესტის ახალი ფაზისთვის ემზადება

Published on

,,არაკეთილმოსურნეები ბელარუსის “დახრჩობას” ცდილობენ და და ინფორმაციული ბრძოლის ტაქტიკიდან ჰიბრიდულ ომზე გადავიდნენ” – განაცხადა  ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მთავრობის სახლში პარლამენტარებთან შეხვედრის დროს, სადაც მინსკში მომხდარი ინციდენტის გამო დასავლეთის მწვავე რეაქციის შესახებ ისაუბრა.

” მათ გადაკვეთეს მრავალი წითელი ხაზი, გადალახეს საღი აზრისა და ადამიანური მორალის საზღვრები.  ახალ სუსტ წერტილებს ეძებენ და სწორედ ამიტომ არეულობების ორგანიზებიდან დახრჩობის ტაქტიკაზე გადავიდნენ. ეს თანამედროვე ჰიბრიდული ომია. აუცილებელია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ცხელ ომში არ გადაიზარდოს”.

ლუკაშენკო აფრთხილებს რუსეთს, რომ დასავლეთის სამიზნე მხოლოდ ბელარუსი არ არის და როცა ყველანაირ ტაქტიკას გამოცდიან, აღმოსავლეთის [რუსეთის] მიმართულებით გადაინაცვლებენ”. – თქვა ლუკაშენკომ. 

ბელარუსის ოპოზიცია კი ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ პროტესტის “ახალი ფაზისთვის” ემზადება.

ლიტვაში გაქცეული ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო და დემოკრატიის მომხრე სხვა ჯგუფები 26 მაისს გავრცელებულ განცხადებაში წერენ, რომ “ისინი გაერთიანებულნი არიან იმის შეფასებაში, რომ ბელარუსი არალეგიტიმური რეჟიმის ქმედებების შედეგად მსოფლიო რუკაზე შავ ლაქად გარდაიქმნა”.

ისინი წერენ, რომ რეჟიმი სრული იზოლაციის პირასაა და მოსაცდელი აღარაფერია – “ტერორი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევაჩეროთ”.

სიახლეები

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...

უკრაინაში ომი გაგრძელდება – ზელენსკიმ კრემლის ულტიმატუმს უარით უპასუხა

ფლორიდაში აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა საქმიანი, მაგრამ ომის დასრულების თვალსაზრისით უშედეგო აღმოჩნდა. უკრაინის...

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...