ცნობილი, პოპულარული მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლისა გარდაიცვალა.
ის სხვადასხვა პერიოდში რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობი იყო, ასევე მონაწილეობდა სხვა თეატრების სცენაზე დადგმულ სპექტაკლებში.
ასევე, შესრულებული აქვს როლები ისეთ ფილმებში, როგორიცაა “კუკარაჩა”; “მარადისობის კანონი” და სხვ.