მთავარისიახლეებისამართალიგუმათში დაზიანებული რკინის ჯებირები პოლიციამ ჩაქუჩით გაასწორა

გუმათში დაზიანებული რკინის ჯებირები პოლიციამ ჩაქუჩით გაასწორა

Published on

რკინის ჯებირები, რომლითაც პოლიციას გზა აქვს გადაკეტელი გუმათჰესთან, სამართალდამცველებმა ჩაქუჩით გაასწორეს. მანამდე შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ, ხოლო ჯებირების დაზიანებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში შსს-მ რიონის ხეობის მცველებს, რომლებიც ნამოხვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნების დამორჩილებისკენ მოუწოდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც თბილისიდან რიონის ხეობაში გუშინ, საღამოს დაბრუნდნენ, რკინის ჯებირებს მუშტებს უბრახუნებდნენ, თუმცა, უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ჯებირებს “ქვებსა და სხვა საგნებს” ესროდნენ, რის გამოც, სხვისი ქონების დაზიანების გამო, სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მიხედვით, გამოძიება დაიწყო.

ინტერპრესნიუსის ფოტო

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...