მთავარისიახლეებიეკონომიკაგაზი 20 პროცენტით ძვირდება

გაზი 20 პროცენტით ძვირდება

Published on

1-ლი ივნისიდან თბილისში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 46.138 თეთრის ნაცვლად 53.972 თეთრი ეღირება.თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი დაახლოებით, 8 თეთრით ეზრდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკის სხდომაზე მიიღეს. შედეგად

როგორც სხდომაზე განიმარტა, კომპანია „თბილისი ენერჯის“ 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, რაც გამოწვეულია ვალუტის კურსის ცვლილებით.

ტარიფი 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სხდომაზე განაცხადა, “თბილისი ენერჯის” უფლება აქვს კომისიის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 თვის ვადაში გაასაჩივროს

.”მარეგულირებელმა კომისიამ იმსჯელა თბილისი ენერჯის მიერ წარმოდგენილ წინადადებაზე და გააკეთა შესაბამისი გაანგარიშებები, რომლის ფარგლებშიც, მათ მიერ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არსებული 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი, რომელიც კურსთა შორის სხვაობით იყო გამოწვეული, იქნება კომპენსირებული ტარიფის იმ ნაზრდით, რომელზეც ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება.

ნარმანია ამბობს, რომ ეს დაეხმარება კომპანიას გასწორდება წელში, რათა შეძლოს მომავალში არსებული სხვა ვალდებულებების შესრულებაც, რაც ბუნებრივი აირის უსაფრთხო და უწყვეტ მიწოდებას გულისხმობს”.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...