“გაბედოს აბა ამის გაკეთება.. ვერ ეღირსებიან ჩემგან თანხმობას,” – ნიკა მელიას პასუხი კობახიძეს ამნისტიის კანონპროექტზე

0
420

„რამდენჯერ უნდა გააკეთოს კომენტარი ბატონმა კობახიძემ, რამდენჯერ უნდა ვუპასუხო მას, როგორც ოლიგარქის წარმომადგენელს, რომ ვერ ეღირსება ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი ჩემგან იმ განცხადების მოსმენას, ან იმ განცხადების წერილობითი  სახით წაკითხვას, სადაც წერია, რომ ნიკა მელია თანხმობას აცხადებს ამნისტიაზე..გამორიცხულია, გასაგებია, რომ ჩემს კოლეგებს აქვთ სწორი პოზიცია და ოპოზიციის პარტიის ლიდერებს ვგულისხმობ, ისინი ხვდებიან რამდენად არაგულწრფელი რეჟიმია.  ჩემი ოპოზიციური პარტიის კოლეგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის,  რომ შეთანხმების თანახმად მოხდეს შეთანხმების აღსრულება, მაგრამ ჩვენც,  მეც და სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებსაც ძალიან კარგად გვესმის, რომ ჯერ კიდევ უმრავლესობა პარლამენტის შიგნით აქვს „ქართულ ოცნებას“ და რასაც უნდა იმას გააკეთებენ, მაგრამ კობახიძეს აქედან ვეუბნები, ნუ ნერვიულობს, მშვიდად იყოს, ხელი არ აუკანკალდეს და მიიღოს ის გადაწყვეტილება რაც მას სურს. მესმის,  რომ მას ეშინია ოპოზიციის, მესმის,  რომ მას სიამოვნებას არ ანიჭებს ის, რომ  მე მომეცა შესაძლებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან აქტიურად და მჭირდოდ ვიყო ამომრჩევლებთან ურთიერთობაში შესული და ველზე ვაკეთებდე პოლიტიკას, მაგრამ მას მოუწევს ამის ატანა, მოუწევს ჯერ კიდევ ხელისუფლებაში სანამ არის და მერე უკვე როცა ოპოზიციაში გადმოვა.თუ აქვს  თავი კობახიძეს, რომ გაიტანოს ის კანონპროექტი ამნისტიის, რომელიც მას სურს, გაიტანოს, თუ არის ვაჟკაცი, პოლიტიკოსი, თავისი სიტყვის კაცი, პრინციპული, ნუ ბაქიბუქობს ახლა აქ  და მერე  „ქართული ოცნების“  დაქვემდებარებაში მყოფ მედიის წარმომადგელებს კითხვას რომ აბარებს ჩემთან, ჩემი პასუხი ცნობილია, ხვალ და ზეგ ისე არ მოხდეს ბატონო კობახიძე, ეს ყველაფერი სხვაგვარად არ გადაითარგმნოს მედიასთან. ხო აპირებს ისეთი ჩანაწერის გაკეთებას ამნისტიის კანონპროექტში, ამნისტიის კანონპროექტის გაკეთებას, სადაც ჩემი თანხმობა იქნება საჭირო, ჩემი პასუხი ხომ იცის, თუ არის პრინციპული და ღირებულებების მატარებელი აბა რას გააკეთებს.

„ქართული ოცნება“   თუ თვლის, რომ ჩანაწერი კანონპროექტში უნდა იყოს ისეთი როგორიც უნდა იყოს და ეს აბსოლიტურად ეწინააღმდეგება ხომ იმ შეთანხმების დოკუმენტს და ამაზე საუბრობს 24 საათი – გააკეთოს, გაბედოს აბა ამის გაკეთება. ვერ ეღირსებიან ჩემგან თანხმობას, იმიტომ რომ ამას არასდროს არ ვუჭერდი მხარს, რომელიც ვრცელდება ყველა დამნაშავეზე, ამიტომ შეწყვიტონ კომენტარების კეთება, შეწყვიტონ ღელვა და შფოთვა და თუ უნდათ მიიღონ ის კანონპროექტი, რომელზეც საუბრობენ, მიიღონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ნერვიულობს, იმიტომ რომ მათ თუ ამ სახით მიიღეს კანონპროექტი, კვლავ მოუწევთ ორი და სამი და  ოთხი ათასი სპეცნაზელის მოგზავნა ნაციონალური მოძრაობის  ცენტრალურ ოფისში. ერთი ამ სისულელის ჩადენა მეორეჯერ მოუწევთ, მეორე –  მოუწევთ მთელი დასავლური ცივილიზაციური სამყაროს წინააღმდეგ წასვლა“- განაცხადა ნიკა მელიამ.

წინა სტატიაცოტაა ქვეყნები და ერები, ესოდენ დაახლოვებული, როგორც ჩვენი – პოლონეთისრეზდენტი ანჯეი დუდა
შემდეგი სტატია,,დაძარი ანაკლია” – “ლელოს” სამეგრელოს ორგანიზაციამ აქცია გამართა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური