კენჭი იყაროს ქუთაისის მერად – გია ხუხაშვილის რჩევა ვარლამ გოლეთიანს

0
532

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რიონის ხეობის მცველთა ლიდერს, ვარლამ გოლეთიანს ურჩევს, კენჭი იყაროს ქუთაისი მერის პოსტზე, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა “ფეისბუქზე” დაწერა.

“გოლეთიანს არ უნდა პოლიტიკა, მაგრამ მას სწორად პოლიტიკა უპირისპირდება, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური.თუ გაქვს კითხვები პოლიტიკოსებთან, ისინი კი პასუხის ნაცვლად ზემოდან გიყურებენ, გაქილიკებენ, გლანძღავენ, ცილს გწამებენ, უნდა შეცვალო ხელისუფლება.ეს არის ყველაზე ეფექტური კანონიერი გზა.ვარლამ გოლეთიანს ვურჩევდი, კენჭი იყაროს ქუთაისის მერის პოსტზე და დაამტკიცოს რომ ხალხის, როგორც ძალაუფლების წყაროს თვალში არ იკრავს ტალახის ნიაღვარს”, – წერს გია ხუხაშვილი.

წინა სტატიანიკა მელიამ ზუგდიდში შეხვედრა გამართა [Video]
შემდეგი სტატიამეცნიერებმა მინიატურული გული შექმნეს, რაც მალე სრულფასოვანი ხელოვნური გულის შექმნის საწინდარი იქნება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური