მთავარიUncategorizedბლინკენი: აშშ-ს მთავრობის სახელით ვულოცავ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

ბლინკენი: აშშ-ს მთავრობის სახელით ვულოცავ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

Published on

აშშ-ს საელჩო საქართველოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ავრცელებს:

“ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით ვულოცავ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ამ წლის განმავლობაში მოუთმენლად ველით, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული პროცესების გაძლიერების, უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნისა და სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტის ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, რომელიც COVID-19 პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესშია.

ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის სულისკვეთებით, გისურვებთ ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის შესაძებლობების გაძლიერებაში და ვაფასებთ საქართველოს წვლილს ნატო-ს მისიაში ავღანეთში. პატივს მივაგებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც მიულოცა

სიახლეები

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში 200-მდე ადამიანი დაიღუპა

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში სულ მცირე 188 ადამიანი დაიღუპა, ვიეტნამში კი - 5, -...

ვინ რამდენი დღით დააპატიმრეს ბოლო პერიოდში დაკავებული აქტივისტებიდან – სია

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საპროტესტო აქციებზე ბოლო დღეებში დაკავებული მოქალაქეების ნაწილის პროცესები გაიმართა. აქციის მონაწილეები...

გაერომ სირიის პრეზიდენტს სანქციები მოუხსნა

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას და შინაგან საქმეთა მინისტრს, ანას ხატაბს, სანქციები მოუხსნა....