მთავარისიახლეებიპოლიტიკაცვლილებები "საარჩევნო კოდექსში" - შარლ მიშელის დოკუმენტის ეს ნაწილი პარლამენტში...

ცვლილებები “საარჩევნო კოდექსში” – შარლ მიშელის დოკუმენტის ეს ნაწილი პარლამენტში პირველი მოსმენით გადის

Published on

შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი – ცვლილებები “საარჩევნო კოდექსში” დღეს სესიაზე პირველი მოსმენით გადის.

დოკუმენტის მიხედვით, არჩევნების შემდეგ შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ავტომატურად გადაითვლიან უბნების 10%-ს, იცვლება ცესკო-ს საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესიც.

უმრავლესობა თვლის, რომ ცვლილებათა პაკეტი ხელს უწყობს შემდეგი არჩევნების ლეგიტიმურობის გამჭვირვალობას და იმედოვნებენ, რომ ცვლილებებს მხარს ოპოზიციაც დაუჭერს.

“რაც კი იდენტიფიცირებული იქნა, რომ არსებობს შესაძლებლობა გაუმჯობესებისთვის რეგულაციებისა, ყველა ეს შესაძლებლობა იქნა გამოყენებული, რაზეც ერთნაირი ხედვა არსებობს.

სრულად არის ასახული ამავდროულად ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული დებულებები და ასეა რეგულირებული. მე ვფიქრობ, ასეთ პირობებში ეს ერთმნიშვნელოვნად კარგი კანონპროექტია, რომელიც იმსახურებს მხარდაჭერას, იმსახურებს იმდენად, რამდენადაც ამას შეუძლია, რომ უკეთესი საარჩევნო კანონმდებლობა გვქონდეს. ამის ხელშეშლა, მე ვფიქრობ არ არის მაინც და მაინც სწორი და საქებარი საქმე ოპოზიციისთვის,” – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...