მთავარისიახლეებიეკონომიკასაქსტატი: მოსახლეობის ხარჯვაც და შემოსავლებიც მნიშვნელოვნად შემცირდა

საქსტატი: მოსახლეობის ხარჯვაც და შემოსავლებიც მნიშვნელოვნად შემცირდა

Published on

2020 წელსსაქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯვა 7,6%-ით, 1,1 მილიარდ ლარამდე შემცირდა, — ინფორმაციას ამის შესახებსაქსტატი ავრცელებს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ 2020 წელს გაწეული ხარჯების 70,1% სამომხმარებლო დანიშნულების არის, 22,8% — არასამომხმარებლო, ხოლო 7,1% არაფულადი ხარჯებია.

2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების კატეგორია, რომელიც მოსახლეობის დანახარჯების უდიდეს წილს მოიცავს, ასე ნაწილდება:

  • სურსათი, სასმელები, თამბაქოს ნაწარმი — 42,1%;
  • საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, გაზი და სხვა — 13,7%;
  • ჯანმრთელობის დაცვა — 12%;
  • ტრანსპორტი — 9,8%;
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი — 3,7%;
  • საოჯახო მოხმარების საქონელი — 3,5%;
  • განათლება — 2%;
  • სხვა სამომხმარებლო ხარჯები — 13,2%;

კვლევაში ნათქვამია, რომ მთლიანი ხარჯების ნახევარზე მეტი, 63% (714,4 მილიონი ლარი) ქალაქის მოსახლეობამ, ხოლო 37% (412,9 მილიონი ლარი) სოფლად მცხოვრებმა ადამიანებმა გასწიეს

2020 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1,19 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4,5%-ით ნაკლებია — ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. სავარაუდოდ, მოსახლეობის შემოსავლების შემცირების უმთავრესი მიზეზი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისია.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...