რახან საზოგადოებაში კითხვები და ინტერესი გაჩნდა, გამოქვეყნდება, რა თანხა მობილიზდა ჩვენი აქციებისთვის, მაგრამ კონფიდენციალურ ინფორმაციას, ანუ იმ ემიგრანტთა ვინაობას, ვინც გვირიცხავდა თანხას, ვერ დავასახელებთ, – განაცხადა რიონის ხეობის მცველთა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად, რა თანხა იხარჯებოდა აქციიების ორგანიზებისთვის და რა რაოდენობის იყო ის.
შეგახსენებთ, ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, გაზეთ “ქრონიკა პლიუსის” დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ “მთავარის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” განაცხადა, რომ აქციების ორგანიზატორთან, დაფინანსებასთან დაკავშირებით, ლეგიტიმური კითხვები არსებობს და მან ამ კითხვებს უნდა უპასუხოს.
“ეს ყველაფერი ხდება თვითორგანიზებით, ჩვენი თანამოქალაქეების, გულშემატკივრების დაფინანსებით და ვფიქრობ, ამის შემდეგ არავის უნდა გაუჩნდეს შეკითხვა, საიდან გვაქვს ფინანსები”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.