ბიძაშვილ-მამიდაშვილს შორის ჩხუბი და მკვლელობა – შემთხვევა მარნეულში

0
536

მარნეულში მკვლელობით დასრულდა შელაპარაკება ბიძაშვილსა და მამიდაშვილს შორის: ისინი სუფრასთან ისხდნენ და ერთად ილხენდნენ, თუმცა, შელაპარაკების შემდეგ დავა გარეთ გააგრძელეს, რაც ტრაგედიაში გადაიზარდა: 31 წლის კაცმა ნათესავს ყელსა და მუცელში, სავარაუდოდ, დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ამ შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა, თავდაპირველად, მიმალვა სცადა, მაგრამ საბოლოოდ, მოკლულის მამასთან მივიდა და განუცხადა, რომ მისი შვილი მოკლა. ბრალდებული დაკავებულია, ის ბრალს აღიარებს.

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ ახლობელს, 1998 წელს დაბადებულ რ.გ-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მარნეულში, მკვლელობის ადფგილზე მობილიზებულია პოლიცია. ეს იმითაა განპირობებული, რომ მოკლულის ახლობლებმა, მეგობრებმა და ნათესავებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის გადაწვა განიზრახეს, რის პრევენციასაც ამ დროისთვის, პოლიცია ახდენს.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულის მსხვერპლი და მკვლელობაში ბრალდებული მარნეულში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ.

წინა სტატია26 მაისს მთვარე ჩვეულებრივზე 7%-ით დიდი გამოჩნდება
შემდეგი სტატია16:00 – რიონის ხეობის მცველები მორიგი მსვლელობისთვის ემზადებიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური