მთავარისიახლეებიპოლიტიკა26 მაისს ნიაგარა საქართველოს დროშის ფერებში განათდება

26 მაისს ნიაგარა საქართველოს დროშის ფერებში განათდება

Published on

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, 26 მაისს, მსოფლიოში ერთერთი უდიდესი, ნიაგარის ჩანჩქერი საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდება – ინფორმაციას კანადაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

26 მაისს, ოტავას დროით საღამოს 9:45 სთ-ზე, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი პირველად ქართული დროშის ფერებში განათდება. კანადის მხარის ეს გადაწყვეტილება ემყარება ჩვენს საელჩოსა და ნიაგარას რეგიონს შორის ჩამოყალიბებულ ახლო საქმიან ურთიერთობებს. 2019 წელს დავიწყეთ თანამშრომლობა ნიაგარას კოლეჯის ღვინის ინსტიტუტთან: ინსტიტუტის უნიკალურ საცდელ ვენახს გასულ წლებში საფერავისა და ჩინურის ჯიშის ვაზი დაემატა. ინსტიტუტს საჩუქრად შევუძინეთ ქართული ქვევრი, რომლის მეშვეობითაც კანადელი სტუდენტები პრაქტიკულად შეისწავლიან ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს“.- ნათქვამია კანადის საელჩოს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე, ჩამოთვლილია ის ღონისძიბები, რაც 26 მაისთან დაკავშირებით კანადის დედაქალაქ ოტავასა და ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში – ტორონტოშია დაგეგმილი. მათ შორისაა საქართველოს დროშის აღმართვა მერიის შენობის თავზე და ქართული ნაციონალური სამოსის – ჩოხის გამოფენა.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...