მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აწყობს'' - მიხეილ სააკაშვილი დმანისში...

,,ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აწყობს” – მიხეილ სააკაშვილი დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, “მთავარი არხის” ეთერში გადაცემაში “მთავარი აქცენტები” დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს. ამბობს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აწყობს

“ისინი [ქართული ოცნება] პოლიტიკური ხელისუფლების შესანარჩუნებლად იყენებენ ქუჩის კრიმინალებს. როდესაც ქუჩის კრიმინალს იყენებ, პოლიციას აღარ აქვს მორალური უფლება ხელის შეშლის რომელი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ ისინი… ეს ყველაფერი არის კრიმინალის გაჯეჯილების, უკიდურესი სიღარიბის შედეგი. ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რომ ქაოსი და უწესრიგობა აწყობს ბიძინა ივანიშვილს, ამ პირობებში ის კიდევ უფრო სწრაფად დაცლის საქართველოს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

რაც შეეხება საქართველოში წესრიგის დამყარებას, როგორც მიხიელ სააკაშვილი ამბობს, ამის ერთი რეცეპტი არსებობს, ხელისუფლების სწრაფად შეცვლა არჩევნების გზით. ამისთვის აუცილებელია “ერთიანობა, მობილიზება და ბოლომდე ბრძოლა გამარჯვებისთვის”.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...