მთავარისიახლეებიპოლიტიკაბელარუსი აქტივისტის დაკავება სერიოზული და საშიში ინციდენტია - აცხადებენ ცნობილი უცხოელი პოლიტიკოსები

ბელარუსი აქტივისტის დაკავება სერიოზული და საშიში ინციდენტია – აცხადებენ ცნობილი უცხოელი პოლიტიკოსები

Published on

სერიოზული და საშიში ინციდენტი — ასე აფასებენ ევროკავირისა და შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირები მინსკში ბელარუსი აქტივისტის დაკავებას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შეშფოთებას გამოთქვამს ბელარუსში ოპოზიციონერი აქტივისტის დაკავებაზე და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის [ICAO] მიერ ინციდენტის გამოძიების აუცილებლობაზეც საუბრობს.

“შეშფოთებული ვარ Ryanair-ის რეისის მინსკში იძულებით დაშვების გამო. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის [ICAO] მიერ ამ ინციდენტის გამოძიება აუცილებელი იქნება”, — წერს მიშელი ტვიტერზე

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მინსკში Raynair-ის რეისის იძულებით დასმასა და ბელარუსი აქტივისტის დაკავებაზე აცხადებს, რომ ეს სერიოზული და საშიში ინციდენტია, რომელიც საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს. ამის შესახებ სტოლტენბერგი ტვიტერზე წერს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მინსკში Raynair-ის რეისის იძულებით დასმასა და ბელარუსი აქტივისტის დაკავებას გმობს და ბელარუს ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

“მკაცრად ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედურ და შოკისმომგვრელ ქმედებას. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას და ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან შემდეგი ნაბიჯებისთვის. შეერთებული შტატები ბელორუსის ხალხის გვერდით დგას”, — წერს ბლინკენი ტვიტერზე.

Prezidentas Gitanas Nauseda Seimo posedyje skaito pirmaji metini pranešima. Vilnius, 2020-06-18. (Paulius Peleckis/Fotobankas).

მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ოპოზიციონერი ბელარუსი აქტივისტის დაკავებაზე ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ბელარუსის საჰაერო სივრცის არაუსაფრთხოდ გამოცხადებას ინიციატივით გამოდის. ის ტვიტერზე წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ტერორისტულ აქტზე ევროკავშირის ლიდერები ხვალ იმსჯელებენ.

“ჩემი შეთავაზებაა, ბელარუსის საჰაერო სივრცე არაუსაფრთხოდ გამოცხადდეს, ევროკავშირის აეროპორტებმა ბელარუსული თვითმფრინავები არ მიიღონ, ჩატარდეს გამოძიება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ და რეჟიმის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დაწესდეს”, — წერს ნაუსედა.

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი ბელაურისის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ RYANAIR-ის რეისის შეაჩერებასა და ცნობილი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დაკავებას ეხმაურება. ილვესმა ევროკავშირს აქტიური მოქმედებებისკენ მოუწოდა. 

“თაღლითმა რეჟიმმა საჰაერო სივრცის უსაფრთხოება დაარღვია, როდესაც ევროკავშირის ორ დედაქალაქს შორის მოძრავ თვითმფრინავს დაფრენა აიძულა

ცვლილებების მისაღწევად მოდით გააკეთეთ უფრო მეტი, ვიდრე ღრმა შეშფოთებაა”. – წერს ილვესი. 

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...