მთავარისიახლეებისაზოგადოებაამ ბიჭების უმრავლესობა მესიმპატიურება, მათი მოტივაცია არის აბსოლუტურად სუფთა და სწორი...

ამ ბიჭების უმრავლესობა მესიმპატიურება, მათი მოტივაცია არის აბსოლუტურად სუფთა და სწორი -მიხეილ სააკაშვილი

Published on

ამ ბიჭების უმრავლესობა მესიმპატიურება უბრალოდ ადამიანურად. მე მიმაჩნია, რომ მათი უმეტესობის მოტივაცია არის აბსოლუტურად სუფთა და სწორი. – თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში 23 მაისს თბილისში გამართული რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის შესახებ.

თქვენც იყავით იმ ეპოქაში, როდესაც საქართველო იყო ბოლომდე ჩაბნელებული. არ შეიძლებოდა, რომ ჩვენ თავიდან არ აგვეშენებინა ჰესები. ვინც ახლა მეტყვის, საერთოდ რატომ გაგიწიათ და როგორ არ მოგტყდათ ის ხელი, რომლითაც დაიწყეთ ენერგეტიკაში წესრიგის დამყარება და ჰესების მშენებლობა, იმ ადამიანს უნდა, რომ საქართველო დღემდე ყოფილიყო შევარდნაძის ჭაობში, სიბნელეში და გამქრალიყო მსოფლიო რუკიდან. ეს არის სიბრიყვე და მეტი არაფერი.

მეორე საკითხია – იმის ფონზე, როდესაც მე ავიყვანე ტურისტების რაოდენობა 50 ათასიდან 7-8 მილიონამდე, თქვენ წარმოგიდგენიათ, მე მიმეღო გადაწყვეტილება როდესმე, რომ მდინარე რიონი, საქართველოს ისტორიული, უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ულამაზესი შეგვეყვანა მილში. სააკაშვილს, მე, როდესმე მიმეღო ასეთი გადაწყვეტილება?!

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...