ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მოთხოვნების შესასრულებლად დროს ხელისუფლებას ხვალ, 12 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებით იმუქრებიან. ამის შესახებ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მთავარმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები დღეს ორი საათიდან თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ, კერძოდ: შეჩერდეს 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მთავრობასა და “ენკა” შორის, რის მერეც კომპანიამ ხეობა უნდა დატოვოს; გაუქმდეს მთავრობის განკარგულება უძრავი ქონების გადაცემისა და პრივატიზების შესახებ; გაუქმდეს სამშენებლო ნებართვა და მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი.