მთავარისიახლეებიპოლიტიკა"დარწმუნებული ვარ, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად" - ღარიბაშვილი

“დარწმუნებული ვარ, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად” – ღარიბაშვილი

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავარი დავალება, რაც მიეცათ პარტიულ ორგანიზაციებს, ამომრჩევლების მაქსიმალური მობილიზებაა. 

პრემიერი დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. 

“მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინ დავიწყეთ ჩვენი პარტიის რეგიონალურ ხელმძღვანელებთან, ჩვენს აქტივთან შეხვედრები. გუშინ ვიყავით აჭარაში, დღეს უკვე სამეგრელოს მხარეში ვიმყოფებით. გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა, ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე. მოგეხსენებათ, რომ არჩევნები გაიმართება ოქტომბრის დასაწყისში. მთავარი დავალება, რაც ჩვენ მივეცით ადგილზე პარტიულ ორგანიზაციებს, არის შემდეგი, რომ მაქსიმალური მობილიზება მოვახდინოთ ჩვენი ამომრჩევლების, აქტივის იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ ამ არჩევნებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს პარტიაში მზაობა და მოტივაცია არის ძალიან მაღალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი პარტია გაიმარჯვებს დამაჯერებლად,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...