მთავარისიახლეებისაზოგადოებაგენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს

Published on

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი, 50 წლის შემდეგ საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმართება.

დღეიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

სიახლეები

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა. პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში...

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში...

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...