მთავარისიახლეებიკონფლიქტებივლადისლავ არძინბას ძმისშვილის, ქემალ არძინბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის, ქემალ არძინბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

Published on

ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის, ქემალ არძინბას მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 1992 წელს დაბადებული, სოხუმელი ბატალ ფილია – ამის შესახებ დე ფაქტო გენერალური პროკურატურა იუწყება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი „პრეზიდენტის“ ძმისშვილზე ქემალ არძინბაზე შეიარაღებული თავდასხმა 18 მაისს, საღამოს მოხდა სოხუმში, მის საცხოვრებელ სახლთან. მას სამმა ნიღბიანმა პირმა გაუხსნა ცეცხლი, სამი უმძიმესი ჭრილობით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც რადენიმე წუთშივე გარდაიცვალა

ambebi ge -ს ფოტოკოლაჟი

სოხუმში თვლიან, რომ ქემალ არძინბას მკვლელობა შარშანწინ რესტორან „სან-რემოსთან” მომხდარი გახმაურებული მკვლელობისათვის შურისძიება და შიდა ქურდული გარჩევების ნაწილია. მას 2019 წლის ნოემბერში, მაჰაჯირის სანაპიროზე მომხდარ სამმაგ მკვლელობაში მონაწილეობაში ადანაშაულებდნენ. მაშინ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი ალხას ავიძბა და ასტამურ შამბა ასევე, რესტორნის მიმტანი გოგონა ჩაცხრილეს

ქემალ არძინბას ოკუპირებულ აფხაზეთში გავლენიან „ავტორიტეტულ ბიზნესმენად” მოიხსენიებენ, თუმცა კრიმინალურ სამყაროში მას ე.წ. კანონიერი ქურდის სახელი არ ჰქნოდა.

აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის დიმიტრი დბარის განცხადებით, ქემალ არძინბაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა 2004 წელსაც. მაშინ ქემალ არძინბა ხელში დაჭრეს. 2020 წელს, როცა სოხუმში დაცხრილეს ვლადისლავ არძინბას სახლი, ვრცელდებოდა ვერსია, რომ სახლს ესროლეს მოკლული „კრიმინალური ავტორიტეტების“ ნათესავებმა, რომლებიც ქემალ არძინბას ეძებდნენ.

რაც შეეხება ეჭვმიტანილს, როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, ბატალ ფილიას აფხაზეთის კრიმინალურ წრეებში კარგად იცნობენ. 2015 წელს, ის ბუნტის მოწყობას ცდილობდა დროებითი მოთავსების იზოლატორში, 2019 წელს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკის უკანონოდ შენახვისთვის და 2020 წელს მიუსაჯეს სამი წლით პატიმრობა. თუმცა, 2021 წლის თებერვალში გაირკვა, რომ ფილია კოლონიაში არ იმყოფებადა მხოლოდ შინაპატიმრობაშია.

სიახლეები

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რომლიც 145 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხებათ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. შეზღუდვები სულ 145 ფიზიკურ და იურიდიულ პირს...

პენსიონერი ცოლ-ქმარი ქონებრივი დავის გამო ჩაცხრილეს – დაკავებულია ერთი პირი

პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...