მთავარისიახლეებისაზოგადოებასაბერძნეთში ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება აიყვანეს

საბერძნეთში ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება აიყვანეს

Published on

საბერძნეთში ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება აიყვანეს. ორგანიზებულიჯგუფი რვაკაციანია 3 ქალი და 5 მამაკაცი -სპეცოპერაცია ქალაქ ატიკში 18 სხვადასხვა ლოკაციაზე ერთმანეთის პარალელურად ჩატარდა.

ბერძნულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულები ძვირადღირებულ ტექნიკას, საიუველირო ნაკეთობებსა და საათებს იპარავდნენ. საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოიღეს 6220 ევროს ღირებულების ორი ავტომობილიც. 

ძარცვაში ბრალდებული წევრებიდან ერთი უკვე გაათავისუფლეს. მისი  მშობლები ამბობენ, რომ დაკავება გაუგებრობას უკავშირდება. საქართველოს მოქალაქე გათავისუფლების შემდეგ ოჯახს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებს იცნობდა, მაგრამ კავშირი დანაშაულებებთან კი არ დადასტურდა.

დაკავებულების ნაწილი კახეთში ცხოვრობს. ოჯახის წევრებს არ აქვთ ინფორმაცია, რას საქმიანობდნენ საბერძნეთში მათი ახლობლები. ისინი ამბობენ, რომ ყველა მათგანმა წასვლის გადაწყვეტილება უკიდურესი გაჭირვების მიიღო. 

საქმეს ატიკის პროკურატურა სწავლობს, დაკავებულების პოზიცია ამ დრომდე უცნობია.

სიახლეები

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის...

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...