მთავარისიახლეებისაზოგადოებანუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე... - თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსზე

ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე… – თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსზე

Published on

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ წინა წლებში გელათის სამონასტრო კომპლექსზე საზიანო ექსპერიმენტი ტარდებოდა.

“სამწუხაროდ, გელათის სამონასტრო კომპლექსზე, ჩემი სუბიექტური აზრით მიმდინარეობდა ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი, ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკუნეებრივი საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდით აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის, სამწუხაროდ, შეირჩა სწორედ საექსპერიმენტოდ გელათი. მე ვთვლი, რომ ეს იყო დიდი შეცდომა. ამგვარმა ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი და მინდა ყველას გთხოვოთ, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, რადგან ხარაჩოებზე ბოდიალი აზიანებს უფრო მეტად იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელშიც სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილია,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ განცხადება გაავრცელა და უარყო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გელათის ტაძარში კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი ჩამოვარდა, რაც ტაძარში წყლის ინფილტრაციასა და ტენიანობის მაღალ დონეს უკავშირდება. უწყების ინფორმაციით, რამდენიმე თვეა წყლის ინფილტრაციის ფაქტი აღარ დაფიქსირებულა.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...