მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე: პარლამენტი ამითუხთუხებია და ავათუხთუხებ კიდეც

გიორგი ვაშაძე: პარლამენტი ამითუხთუხებია და ავათუხთუხებ კიდეც

Published on

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტს აათუხთუხებს.

,,დღეს ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მექანიზმი ხელში. თქვენ ნახავთ, პარლამენტის სრულაიდ ახლებურ მუშაობას. აი, ამაზე ვმუშაობ. გამიკეთებია არასტანდარტული მიდგომები ჩემს გუნდთან ერთად და გავაკეთებ. თქვენ ნახავთ, რა თუხთუხი იქნება პარლამენტში და რა მძიმე ვითარება. ის კი არ იქნება, ლანძღვა-გინება.

ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად როგორ აათუხთუხებს იქაურობას 20 ადამიანი ოპოზიციიდან, ვინცპარლამენტში შევიდა ვაშაძემ განაცხადა: აბა რას ვიზამთ, აბა რას ვიზამთ?! ამითუხთუხებია და ავათუხთუხებ კიდეც. 

ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ პარლამენტში ჯერ კიდევ არ შესულა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ნაციონალური მოძრაობა, ვაშაძემ ასე უპასუხა: “დამთავრდა კრიზისი, პოლიტიკური. დასრულებულია. ზოგი შემოვა-არ შემოვა, ეს აღარავის აინტერესებს.საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საკმარისი ხმები არის; საარჩევნო რეფორმა მიდის წინ და იცით, რომ საკითხების აბსოლუტურ უმრავლესობაზე შევთანხმდით; ახლა მართლმსაჯულებას უნდა მოვკიდოთ [ხელი] და საკონსტიტუციო ცვლილებებს; ამის პარალელურად, საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებას იწყებს ოპოზიცია, იმ ინიციატივებისთვის, რაც აწუხებს ხალხს”, — განაცხადა ვაშაძემ

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...