მთავარისიახლეებისაზოგადოებადაჭრა, ძარცვა, დატაცება - ბოლო 24 საათის კრიმინალური შემთხვევები

დაჭრა, ძარცვა, დატაცება – ბოლო 24 საათის კრიმინალური შემთხვევები

Published on

ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების ნუსხა საკმაოდ შემაშფოთებელია. ამ დროისთვის ბოლო კრიმინალური თავდასხმა დიდი დიღმის ტერიტორიაზე, მირიან მეფის გამზირზე მოხდა: შელაპარაკების შემდეგ ახალგაზრდა ბიჭი დანით დაჭრეს.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში ეს ქუჩაში დაჭრის მეორე შემთხვევაა – უფრო ადრე გლდანში, 21 წლის ზუგდიდელი ბიჭი გამვლელმა დანით დაჭრა მას შემდეგ, რაც სრულიად მოულოდნელად, ზურგიდან დაესხა თავს. თავდასხმის ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

გუშინ ღამით, რუსთავში, კომენდანტის საათის მოქმედების დროს, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანმა პირებმა კომპანია “ბიუ-ბიუს” ოთხი ობიექტი გაქურდეს, ჯიხურებიდან 3 ათას ლარზე მეტია წაღებული.

იგივე კომპანიის მაღაზია თბილისშიც გაქურდეს. გამთენიისას, დელისის მეტროს მიმდებარედ, “ბიუ-ბიუს” ჯიხურის კარი ორმა პირმა შეამტვრია და სალაროდან ამ დრომდე დაუდგენელი თანხა მოიპარა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს “ბიუ-ბიუზე” თავდასხმის მესამე ფაქტია.  

ქუთაისში კი, კომენდანტის საათის ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჭავჭავაძის ქუჩაზე, “საქართველოს ბანკის” ფილიალს თავს დაესხა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 43 წლის მამაკაცი და შენობის შუშები ჩალეწა, 15-მდე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი კი დაამსხვრია, თუმცა, თანხის წაღება ვერ შეძლო – ის პოლიციამ დააკავა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...