მთავარისიახლეებისაზოგადოებაავარია ბოლო ზარზე - სოფელ ფახულანის კურსდამთავრებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს

ავარია ბოლო ზარზე – სოფელ ფახულანის კურსდამთავრებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს

Published on

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ავარიაში სოფელ ლიაში მოყვნენ.

ოთხი დაშავებული ახალგაზრდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.”ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოყვანილ იქნა ოთხი ახალგაზრდა. ერთს აღენიშნება ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ცდომით, მეორეს წელის მეხუთე მალის მოტეხილობა, მესამეს სხივის ძვლის მოტეხილობა. ოთხივესთან ვლინდება მრავლობითი ზედაპირული ტრავმები და ექსკორიაციები. იმყოფებიან გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, უტარდებათ კვლევები და მკურნალობა”- აცხადებს ექიმი.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

სიახლეები

“დიახ, არ ვაღიარებ ამ ხელისუფლებას“ – ნიკა გვარამია

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა...

ოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო სამინისტრო- EU-ს მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ შანტაჟზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც ასოცირების...

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

17 ნოემბერს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა უკრაინას სამხედრო...

ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი...