მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა ვაქცინირებული პირებისთვის საზღვრებს გახსნის

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა ვაქცინირებული პირებისთვის საზღვრებს გახსნის

Published on

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა შეთანხმდა იმაზე, რომ ავტორიზებული ვაქცინებით სრულად აცრილი პირებისთვის საზღვრებს გახსნის. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. . ევროკავშირის კომისიის სპიკერმა დაადასტურა, რომ ელჩებმა მხარი დაუჭირეს მოგზაურობის წესების განახლებას.

ევროკავშირმა შეადგინა უსაფრთხო ქვეყნების “თეთრი სიაც”, საიდანაც მოგზაურებს მიიღებენ. პარასკევს უნდა გახდეს ცნობილი რომელი წევრები იქნებიან სიაში, რომელთა მაცხოვრებლებიც მოგზაურობას ვაქცინაციის გარეშე შეძლებენ. მათ უნდა წარადგინონ “საჭირო დოკუმენტაცია”, როგორიცაა უარყოფითი ტესტის პასუხი ან საკარანტინო მტკიცებულება. ამჟამად ამ ჩამონათვალში მხოლოდ 8 ქვეყანაა, მათ შორის ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა და ისრაელი.

ევროკავშირის განცხადებით, ცალკეულ ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული თუ რა ტიპის მტკიცებულებებს მიიღებენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...