მთავარისიახლეებისაზოგადოებახანძარი თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელში

ხანძარი თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელში

Published on

თბილისში, პეკინის გამზირზე დევნილთა საერთო საცხოვრებელში დღეა დილით გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მაშველების მიერ .სადარბაზოდან და სპეციალური კიბით მოხდა დაახლოებით 300 – მდე მოსახლის, მათ შორის ბავშვების ევაკუაცია, ხანძრის შედეგად დაშავებული არავინაა”

“ხანძარი ლიკვირიდებულია, ხანძარი გაჩნდა მე-5 სართულზე და სხვა სართულებსაც გადაედო , იწვოდა დაახლოებით 300 კვადრატი, მე-5, მე-6 და მე-7 სართულზე. ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარ სამმართველოში.

ხანძრისას ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, იგი ძალიან იყო შეშინებული და შენობიდან გამოღწევას ცდილობდა, კერძოდ, მე-5 სართულის ფანჯრიდან ძირს ჩამოსასვლელად გაზის მილს გამოჰყვა. მეზობლები ამბობენ, რომ გოგოს ფეხი დაუცურდა და ჩავარდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად საგამოძოები სამუშაოები მიმდინარეობს.

სიახლეები

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის...

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...