მთავარისიახლეებისაზოგადოებაათენში ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ქართველების მონაწილეობა არ დასტურდება

ათენში ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ქართველების მონაწილეობა არ დასტურდება

Published on

საბერძნეთის საელჩოს ინფორმაციით, ათენში 20 წლის ქალის ბრიტანელი კაროლაინ კრაუჩის მკვლელობაში ქართველების მონაწილეობა არ დასტურდება

ბერძნულ მედიაში ამ დღეების განმავლობაში აქტიურად საუბრობდნენ ქართველის შესაძლო მონაწილეობაზე, თუმცა გუშინ უკვე განაცხადეს, რომ მკვლელობასთან არ იკვეთება საქართველოს მოქალაქის შესაძლო მონაწილეობა.

ათენის პოლიციის ოფიცერთა კავშირის ხელმძღვანელის თქმით, მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე არ დაუკავებიათ.

“ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სახლში 3 ნიღბიანი შეიჭრა. ისინი შეიარაღებულები იყვნენ სასტიკად აწამეს ახალგაზრდა ცოლქმარი, გოგო გარდაცვალა. საქმის დეტალებზე ვერ ვსაუბრობ, აქვს თუ არა კავშირი კაროლაინ კარუჩის მკვლელობასთან საქართველოს მოქალაქეს ამის თქმაც ჯერ ჯერობით შეუძლებელია”, – თქვა ,,მთავართან” ინტერვიუში გიორგოს კალიაკ-მანისმა.

მან დაადასტურა, რომ 2 დღის წინ ბულგარეთის საზღვართან ნამდვილად დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 36 წლის კაცი, რომელიც გაქცევას ცდილობდა. მისი იდენტიფიცირების შემდეგ გაირკვა, რომ ის 2 სხვა პირთან ერთად მარტში მომხდარ ძარცვაში მონაწილეობდა. 

ორივე საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...