მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად კიევში გაემგზავრა

ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად კიევში გაემგზავრა

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად კიევში გაფრინდა (ფოტო:”ფორმულა”).

პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უკრაინაში ასევე გაემგზავრნენ კობა ნაყოფია,   პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე,  კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ექსპრეზიდენტთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ.

კიევში ნიკა მელიას გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ენმ – ში  არ გამორიცხავდნენ ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილს შორის შესაძლო შეხვედრას. ამასთან,  რომ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ქვეყანაშია, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს.

“მათ კონტაქტი მუდმივად აქვთ და არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრაც შედგეს და მათ გაცვალონ თავიანთი პოზიციები. ბუნებრივი პროცესია, როდესაც პარტიის თავმჯდომარე პარტიის ლიდერს ხვდება” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...