მთავარიUncategorizedმე მაქვს ოცნება, მე მაქვს ნატვრა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ჩვენი მტერი კი...

მე მაქვს ოცნება, მე მაქვს ნატვრა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ჩვენი მტერი კი არა, მეგობარი გახდეს – ლევან ვასაძე

Published on

მე მაქვს ნატვრა, სადაც ეს გიგანტური ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ჩვენი მტერი კი აღარ არის, ჩვენი მეგობარი გახდა, იმიტომ, რომ გაგვაკეთებინა ეს და მე მაქვს ნატვრა იმ საქართველოსი, სადაც ჩვენ არ ვართ არც დასავლეთის და არც ევროპის მტრები და ჩვენი ქვეყანა გადაქცეულია არა ბრძოლის ველად ამ გიგანტური იმპერიების ერთმანეთში დაჯახებისა, არამედ ოაზისისა მათი თანამშრომლობის. ამიტომ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა შენ ამერიკის აგენტი ხარ, რუსეთის აგენტი ხარ, ირანის აგენტი ხარ, თურქეთის აგენტი თუ ვისიც გინდა. შენ თუ აგენტი ხარ, შენ ღალატობ სუვერენიტეტს, შენ ღალატობ შენს დამოუკიდებლობას. მე გეუბნებით თქვენ, მე ვარ მხოლოდ ერთი რაღაცის აგენტი დღიდან ჩემი დაბადებისა და ჩემს ბოლო ამოსუნთქვამდე, მე ვარ საქართველოს აგენტი მთელს მსოფლიოში.

დიდ ამერიკელ მოაზროვნეს და საზოგადო მოღვაწეს დავესესხები, მარტინ ლუთერ კინგს, რომელმაც თქვა, I Have a Dream. ქართულად რომ ვთარგმნო, ისე როგორც ადრე თარგმნიდნენ ამ სიტყვებს, რაღაცა ცუდი გამოვა, იმიტომ, რომ სიტყვა ოცნება ჩვენმა პოლიტიკოსებმა შეგვაძულეს და მოგვაბეზრეს. მე ვთარგმნიდი ასე მარტინ ლუთერის სიტყვებს – მე მაქვს ნატვრა. I Have a Dream, მე მაქვს ნატვრა საქართველოსი, რომელშიც ბავშვი აღარ დადის მშიერი, რომელშიც ადამიანი აღარ დადის ღირსებააყრილი, რომელშიც აღარ არის წაგლეჯილი ტერიტორიები და ყველა ჩვენი თანამოძმე და თანამემამულე დაბრუნებული არის სახლში და მშვიდობიანად ცხოვრობს ჩვენს ძმებთან, ოსებთან და ჩვენს ძმებთან, აფსუებთან ერთად.

მისივე თქმით, თუ მისი დანაშაული რუსეთთან ლაპარაკია, მაშინ ხალხი გაყვეს იმას, ვისაც ჰგონია, “რომ ამ ჩვენი გიგანტური ჩრდილოელი მეზობლის წინაშე, უფრო პროდუქტიულია მისი გაღიზიანება, მისი გამოწვევა და მერე მისი მოფრენილი თვითმფრინავების ხმაზე ლაჩარივით მიწაზე ხოხიალი და შიშისაგან “გალსტუკის” ჭამა”.

“გვინდა ხალხო სისულელეებზე დროის ხარჯვა?! და ვიდგე და თავი ვიმართლო, რომ მე კრემლის აგენტი ვარ და თურმე იმისთვის მოვსულვარ, რომ ეს ქვეყანა დავაქციო?! თუ ჩემი დანაშაული ჩემი ქვეყნის წინაშე მდგომარეობს იმაში, რომ მე ვამბობ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და ოცნება არის აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნება და დღიდან ჩემი საჯარო ცხოვრებაში შემოსვლისა მე გავაგრძელებ იმას, რასაც მრავალი წელია როგორც ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი, კერძო პირი ვაკეთებდი, როგორც გამწარებული პრაგმატიკოსი და მცოდნე იმისა, რომ მინდა მე ეს თუ არ მინდა

მე ვალდებული და იძულებული ვარ ოკუპანტს, რომელსაც უპყრია ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი, დავუჯდე და ველაპარაკო იმიტომ, რომ ვერ წავართმევ ძალით, ვერ დავიბრუნებ ძალით, თუ ეს არის ჩემი დანაშაული ჩემი ქვეყნის წინაშე, თუ ამიტომ ვარ მე მოღალატე, მაშინ გაყვეს ხალხი იმათ, ვისაც ჰგონია, რომ ამ ჩვენი გიგანტური ჩრდილოელი მეზობლის წინაშე, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ რაღაცნაირად მოვატრიალოთ, დაველაპარაკოთ მიაჩნია, რომ პროდუქტიულია მისი გაღიზიანება- განაცხადა ვასაძემ.

-.

სიახლეები

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში 200-მდე ადამიანი დაიღუპა

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში სულ მცირე 188 ადამიანი დაიღუპა, ვიეტნამში კი - 5, -...

ვინ რამდენი დღით დააპატიმრეს ბოლო პერიოდში დაკავებული აქტივისტებიდან – სია

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საპროტესტო აქციებზე ბოლო დღეებში დაკავებული მოქალაქეების ნაწილის პროცესები გაიმართა. აქციის მონაწილეები...