,,გახარიას გუნდი არანაირი “ქართული ოცნება 2″ არ არის და მოუწევთ პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ ვის თამაშს თამაშობენ” – ანრი ოხანაშვილი

0
7983

საპარლამენტო უმრაველობის წევრის, ანრი ოხანაშვილის თქმით, თუ ექს-პრემიერ გიორგი გახარია და მისი გუნდი პოლიტიკაში იქნებიან, მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა. კერძოდ, “არიან ისინი ქართული ოცნება გეგმა “ბ”, თუ ვის თამაშს თამაშობენ”.

“ჩვენ არ ვაპირებთ ცალ კარში ბრალდების წაყენებას. თუ ისინი პოლიტიკაში იქნებიან, მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა — არიან ისინი ქართული ოცნება გეგმა “ბ”, თუ ვის თამაშს თამაშობენ. თუ არიან ისინი დამოუკიდებლები რამდენად არიან. არანაირი “ქართული ოცნება 2” ეს არ არის და ეს გამოჩნდება კონკრეტულ ნაბიჯებში — ვინ იქნებიან მათი თანამოაზრეები, რა კურსს გაატარებენ, ვინ იქნებიან მათი შემომწირველები და ა.შ. დაველოდოთ, საინტერესო პროცესები შეიძლება ვიხილოთ და იქ მოუწევთ პასუხების გაცემა”, — განაცხადა ოხანაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი.

ანრი ოხანაშვილი ექს-პრემიერ გიორგი ღარიბაშვილზე ამბობს, რომ როდესაც ადამიანი მერყეობს, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის. “პოლიტიკაში და არა მხოლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანური სიმტკიცე, რამდენად შეუძლია პოლიტიკოსს გაუძლოს ერთი მხრივ წნეხს, მეორე მხრივ, გამოწვევას, რთულ დატვირთვას და მძიმე გრაფიკს; იხელმძღვანელოს სახელმწიფოებრივად და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად”.

“ეს ყველას არ გამოსდის… სახელმწიფო სამსახურში როდესაც ხარ, შენი ნომერ პირველი ვალდებულება არის კეთილსინდისიერად ემსახურო ხალხსა და ქვეყანას. ეს უნარ-ჩვევები შესაძლებელია ყველამ ყოველთვის ვერ გამოავლინოს და ამის ნათელი მაგალითია ის, რაც მოხდა. არ ეყო ყველას ამ უნარ-ჩვევების ასე მტკიცედ გამოვლენის შესაძლებლობა და მიიღეს გადაწყვეტილება”, — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

ვინ არის ნიკანორ მელია, რას წარმოადგენს, რომ ის უფრო მაღლა დადგეს, ვიდრე ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო? აქ როდესაც ადამიანი მერყეობს, ვფიქრობ, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ გახარიას გუნდს პარლამენტში ფრაქცია არ აქვს და სამართლებრივად ვერც შექმნის

წინა სტატიაა.ლ.დ.ა – ახალი სალონი [Video]
შემდეგი სტატიადედაენის ბაღში ლგბტქ აქტივისტებს ფალავანდიშვილის ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფი დაესხა თავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური