მთავარიUncategorizedბრიუსელი მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს ერევანსა და ბაქოს

ბრიუსელი მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს ერევანსა და ბაქოს

Published on

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთზე შექმნილ „საგანგაშო“ ვითარებას და მოუწოდებს ორივე მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისა და დაძაბულობის განმუხტვისკენ, -განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა.

სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ 12 მაისს დაახლოებით 250-მა აზერბაიჯანელმა სამხედრომ ხელყო სუვერენული ქვეყნის საზღვარი და 3,5 კილომეტრით შეიჭრა სიუნიქის რაიონის სიღრმეში, სევ ლიჩის (სევის ტბის) მახლობლად.

სომხეთის ხელისუფლებამ 14 მაისს ოფიციალურად მიმართა რუსეთის ლიდერობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ), რომ დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანთან შექმნილი სასაზღვრო დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, რაც ორ ქვეყანას შორის პირველი სერიოზული დაპირისპირებაა შარშანდელი შემოდგომის 44-დღიანი მასშტაბური ბრძოლების შემდეგ.

აზერბაიჯანი უარყოფს თავისი სამხედროების სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში შესვლას და, თავის მხრივ, სომხეთს ადანაშაულებს ამ პროცესზე არაადეკვატურ რეაგირებასა და მოახლოებული არჩევნების წინ პროვოკაციული განცხადებებით საკითხის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებამ ჯერჯერობით ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო.

სიახლეები

გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს....

მერცის თქმით, ის და ტრამპი ერთ პოზიციაზე არიან ირანის რეჟიმის ჩამოშორების საკითხში

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ის და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ერთსა და...

სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...