საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება” დატოვოს.
კითხვაზე: რა შეიძლება გახდეს მისი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზი, კახიშვილმა განმარტა, რომ გუნდს გამოეყოფა იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს, რომ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განხილვებში ვერ იღებს მონაწილეობას და მხოლოდ სხვისი გამზადებული განცხადების მხარდაჭერა ევალება. = განაცხადა მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში
,,გავალ თუ ვნახავ, რომ ისეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაიწყო, რასაც მე არსებითად არ ვეთანხმები. გავალ. თუ უბრალოდ ვიღაცას სურს, რომ უკვე მომზადებულ განცხადებას ან გადაწყვეტილებას დავუწკაპუნო და მხარი დავუჭირო, არც არასდროს გამიკეთებია და არც ახლა ვაკეთებ,- განაცხადა კახიშვილმა.
„მე კი ვმუშაობდი პოლიტიკურ თანამდებობებზე, მაგრამ ასეთი პირდაპირი შეხება პოლიტიკასთან, როგორიც დღეს პარლამენტიდან მაქვს, არ მქონია და სიმართლე გითხრათ, არც სურვილი არ მქონია, რომ ეს გამოცდილება მიმეღო. ახლა უფრო მეტად ვნახე, რამდენად ბინძურია ეს პოლიტიკა და ნეტა, თავის დროზე მეთქვა უარი და არ შევსულიყავი პარლამენტში და გამეგრძელებინა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობა.
მე არ ვარ ლიდერი, ლიდერები სხვები არიან, მე რიგითი დეპუტატი ვარ. არავინ არ მებრძვის, მაგრამ, ამავდროულად, თვლიან, რომ ვიღაცა უფრო კარგად აკეთებს რაღაცას პარლამენტში და გააკეთოს, კი ბატონო, ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, კახიშვილი გამოჩნდება თუ არ გამოჩნდება, ჩემთვის მთავარი ის არის, რომ უმრავლესობა, რომლის წევრიც მე ვარ და რომლის სახელსაც მე ვატარებ, არ მინდა გაილანძღოს
მე არ ვფიქრობ, რომ დღეს მე ჩუმად რომ ვიყო, ხალხის უკმაყოფილება უფრო მეტად გაიზარდოს და საბოლოოდ, ეს ხალხი გაგიჟებული მოვა და ყველას გვიფრენს, ეს არის გამოსავალი. მე მომხრე ვარ, დღეს ვთქვა, რაც გვაწუხებს და იქნებ გამოვფხიზლდეთ და უფრო მეტი გავაკეთოთ, ვიდრე კეთდება, ვიდრე ჩუმად ვისხდეთ, ერთმანეთს “სმაილიკები” ვუგზავნოთ, რა მაგრები ვართო და ამასობაში უკმაყოფილებამ იმატოს“, – განაცხადა კახიშვილმა.