მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" - პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა

“ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” – პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა

Published on

პარტია “ლელომ” დამოუკიდებელ დეპუტატებთან, არმაზ ახვლედიანთან, სალომე სამადაშვილთან და შალვა შაგვულიძესთან ერთად საპარლამენტო ფრაქცია შექმნა. როგორც “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფრაქციას “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” ერქმევა. ფრაქციის სახელია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის”. მისი თავმჯდომარე ლელოს გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე იქნება. 

ეს პირველი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტში.

ფრაქცია ჯერჯერობით 7 წევრისგან შედგება, ესენია: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი. თუმცა, ფრაქციის თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი გაფართოების მოლოდინი აქვს

“ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნას ძალიან ხმამაღლა წარდგენილი საქართველოს უმაღლეს ორგანოში. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი და ინიციატორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში და სისტემურ გადატვირთვაში, რომელიც ასე მძაფრად დგას ჩვენი თითოეული მოქალაქის წინაშე. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი იმისა, რომ ევროატლანტიკური კურსი იქნება უწყვეტი და მხარდაჭერილი ამ ფრაქციის მიერ, იმ პერსპექტივით, რომ ჩვენ ძალიან მალე უნდა გავხდეთ ამ ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი”, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ფრაქციის წარდგენისას.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში, ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება., როგორც სამადაშვილი ამბობს, ფრაქციის ყოველდღიური დღის წესრიგი იქნება, რომ მმართველ გუნდს არ მისცენ საშუალება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული, რომელიმე პუნქტი არ შეასრულოს. ,,ერთად უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებში “ქართული ოცნება” დამარცხდეს” – განაცხადა მან..

.

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...