მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ბოტანიკური ბაღის საპირფარეშოში წყლის მილი მოიპარეს (FOTO)

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის საპირფარეშოში წყლის მილი მოიპარეს (FOTO)

Published on

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში კიდევ ერთი ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა. ბაღში მდებარე საპირფარეშოში უნიტაზის წყლის მილი მოიპარეს. “ოდიშინიუსს” ფოტოები წყარომ მიაწოდა. ბოტანიკური ბაღის დირექტორი ზვიად ქარჩავა ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბაღში ქურდობა ხდება:

“არ ვიცი რა ვთქვა, საპირფარეშოში კამერას ხომ ვერ დავაყენებთ. მილია მოპარული, ხან ნათურებს ტეხენ, ხან ფარშევანგს კუდს აგლეჯენ, ხან სკამებს აზიანებენ. გარეთა პერიმეტრზე კამერებია დამონტაჟებული, მაგრამ საპირფარეშოში შიგნით ხომ ვერ ვიზამთ ამას..ფარშევანგიც ამიტომ გვყავს ვოლიერში რომ კუდი მოაძვრეს. ყველა ადამიანს უნდა ქონდეს პასუხისმგებლობა, რომ ეს არ გააკეთოს”‘- უთხრა “ოდიშინიუსს” ზვიად ქარჩავამ.

ცნობისთვის, წყლის მილი, რომელიც ბოტანიკურ ბაღში მოიპარეს, 4 ლარი ღირს.

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...