მთავარისიახლეებიპოლიტიკაშოთი არველაძე: "არც მე და არც ჩემი ძმები მერობის...

შოთი არველაძე: “არც მე და არც ჩემი ძმები მერობის კანდიდატობას არ ვაპირებთ, ჩვენს თავს სადაც ვხედავთ, იქ ვართ”

Published on

შოთი არველაძე კიდევ ერთხელ უარყოფს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. მისი განცხადებით, პოლიტიკაში ისეთივე აქტიური იქნება, როგორიც აქამდე იყო.

“მე არ ვმონაწილეობ არაფერში, არ ვაპირებ მონაწილეობას, არც ჩემი ძმები. მერობის კანდიდატობას არ ვაპირებ, არ მაინტერესებს, მაქვს ჩემი საქმე. არა სიტყვა არის არა.

ჩვეულებრივად, როგორც ადამიანს უხარია თავისი ქვეყნის კარგი და სწყინს თავისი ქვეყნის ცუდი, ასეთივე აქტიური ვიქნები, რაც აქტიური ვიყავი დღემდე, სხვანაირად ჩემ თავს ვერ ვხედავ და არ მაინტერესებს. ჩემ თავს სადაც ვხედავ იქ ვარ”, – თქვა შოთი არველაძემ. 

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...