მთავარისიახლეებიპოლიტიკარა დილა თენდება -გიგი უგულავას სასამართლოში მორიგი პროცესი ჩაუნიშნეს

რა დილა თენდება -გიგი უგულავას სასამართლოში მორიგი პროცესი ჩაუნიშნეს

Published on

ოპოზიციის წარმომადგენელ გიგი უგულავას განცხადებით, სასამართლოში 13 მაისს მორიგი პროცესი ჩაუნიშნეს. მისი თმით, პროცესი აეროპორტში ძიუდოსტის, საბა გავაშელიშვილის ცემის საქმეს ეხება.”რა დილა თენდება.

13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილი ვცემე, აი ეგ საქმე

მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე”, – წერს გიგი უგულავა. 

ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ გიგი უგულავას საქმე წამოწიეს, მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს დღეებში პოლიტიკური ლიდერების მიმართ კიდევ ახალი საქმეები გაცოცხლდეს,- ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკოს გიგი უგულავას საქმეზე13 მაისს სასასამართლო პროცესის ჩანიშვნას.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არის გზავნილი საერთაშორისო მეგობრების მიმართ, რომ „ივანიშვილი ისევ თავის სტილში მოქმედებს“.

„ეს პოლიტიკური საქმეები არც დასრულდება, ვიდრე არ შეიცვლება ეს ხელისუფლება და არ წავა ივანიშვილის რეჟიმი. ამ 9 წლის განმავლობაში, რაც ივანიშვილი არის ხელისუფლებაში მუდმივად ვუყურებთ, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი არიან პოლიტიკური ლიდერები, მედია მფლობელები, მედია მენეჯერები და ეს პროცესი არ ჩერდება. ივანიშვილის სტილი არის, რომ ასე ხელში ეჭიროს მართლმსაჯულება და ამის მიხედვით მართოს პოლიტიკური პროცესები. ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ გიგი უგულავას საქმე წამოწიეს, მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს დღეებში პოლიტიკური ლიდერების მიმართ კიდევ ახალი საქმეები გაცოცხლდეს. ეს არის ივანიშვილის მართვის სტილი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის მილევად პროცესში და მისი მმართველობა მალე დასრულდება“, – აცხადებს უდუმაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. გოკა გაბაშვილისა და გიგი უგულავას განცხადებით, მათ თავს 2 უცნობი პირი დაესხათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...