მთავარისიახლეებიპოლიტიკალაშა გვასალია გუბერნატორის განკარგულების საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ლაშა გვასალია გუბერნატორის განკარგულების საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია გუბერნატორის განკარგულების საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ლაშა გვასალიამ ათი წუთის წინ შეიტყო. იგი ამ თანამდებობას წლების განმავლობაში იკავებდა და იყო რეგიონში მმართველი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

“მალხაზ თორიას, გუბერნატორს აშკარად ეტყობოდა ზეწოლა, გასაგებია რომ ეს იყო პარტიიდან.ვიყავი გამორჩეული ხელმძღვანელი და თანამშრომელი, სხვათაშორის 20212 წელს მე ბიძინა ივაბნიშვილმა გამომიშვა სამეგრელოში პარტიის გასაძლიერებლად და საქმეების გასაკეთეწბლად. ერთადერთი ადამიანი, ვისაც მე ცუდად არასდროს შევეხები, ეს ივანიშვილია, სხვები მომექცნენ აბსოლიტურად უსამართლოდ, გაოგნებული ვარ, ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს. მე გახარიას მეგობარი ვარ და აბათ ამიტომ მიშვებენ სამსახურიდან, ვიღაცას ეს ჩაფიქრებული ქონდა, ჩემი მოშორება უნდოდათ სამსახურიდან”- განაცხადა ლაშა გვასალიამ.

მანამდე გვასალიამ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა:

“დღეს “ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც ყველაფერი მისცა ჩემმა ოჯახმა, ვისთვისაც იმდენი გავაკეთე, ჩამოთვლაც რომ შეუძლებელია, ვისი ერთგულიც ამწუთამდე ვარ, მოითხოვა ჩემი სამსახურიდან გაშვება ( გუბერნატორს თხოვენ დაჟინებით, ბრძანებით გამიშვას, არადა არაფერი დამიშავებია)!!! ბრალდება-გიორგი გახარიასთან მეგობრობა!!!
ჯერ აზრზე ვერ მოვსულვარ!
ვაი, თქვენს პატრონს უბედურს!..
ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, იცის ვინ დააფუძნა სამეგრელოში “ქართული ოცნება”, ვინ შექმნა პირველადი ორგანიზაციები, ვინ ხელმძღვანელობდა საარჩევნო შტაბს არაერთგზის და წარმატებულად?
ვინ იყო ყველა ნაცური რეჟიმის საწინააღმდეგო აქციის წინამძღოლი?
ვინ იყო ერთ- ერთი იდეოლოგი “ქართული ოცნებისა”?!
მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ბრწყინვალე ოჯახისა!.. დანერჩენებს მოგხედავთ!..
ჯერაც ვერ წარმოგიდგენიათ, პარტიაში შეყუჟულო წრუწუნებო, რა დაგემართებათ!..”- წერს ლაშა გვასალია

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...