მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელიას რუსთავის ციხეში ადვოკატები ხვდებიან

ნიკა მელიას რუსთავის ციხეში ადვოკატები ხვდებიან

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას რუსთავის ციხეში ადვოკატები ხვდებიან. მათი განმარტებით, ეს მორიგი ვიზიტია და გირაოს თანხმობის ან რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერა არ იგეგმება.

“დღეს უნდა შევხვდეთ და დავილაპარაკოთ. რაღაც მოლოდინები იქმნება, აბსოლიტურად გაუგებარი ამ საქმეზე, ამიტომაც დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით, ჩვენ ჩვეულებრივად უნდა შევხდეთ ჩვენ მეგობარს, რომელიც არის უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში, დეტალებზე შეხვედრის შემდგომ”, – თქვა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

ნიკა მელიას პოზიცია 20 ივნისის ამნისტიასთან დაკავშირებით უცვლელია, მისთვისთვის მიუღებელია დანაშაულის ჩამდენი ადამიანების, ბრძანების გამცემი პირებისა და დაზარალებულების ერთ სიბრტყეზე დაყენება.

რაც შეეხება გირაოს საკითხს, ნიკა მელიას თქმით, ის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ შარლ მიშელის დოკუმენტიდან ამნისტიის კანონპროექტის ინიციატივას გაითხოვენ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...