მთავარისიახლეებისაზოგადოება,,რუსეთის ეკლესიის ჩარევა აფხაზეთის ეკლესიაში ანტიკანონიკურია, მას არა აქვს...

,,რუსეთის ეკლესიის ჩარევა აფხაზეთის ეკლესიაში ანტიკანონიკურია, მას არა აქვს უფლება ავტოკეფალია მიანიჭოს არც აფხაზეთს, არც სხვას” — მსოფლიო პატრიარქი

Published on

მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოს პირველი აცხადებს, რომ რუსეთის ეკლესია სახელმწიფოს პოლიტიკურ და სამხედრო ინტერვენციას იყენებს თავისი გავლენის გასაფართოებლად აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

“ანტიკანონიკურია რუსეთის ეკლესიის ჩარევა როგორც აფხაზეთის ეკლესიაში, ასევე სამხრეთ ოსეთისაში, რადგან ისინი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას განეკუთვნებიან. ცუდია, რომ რუსეთის ეკლესია ჩაერია მათ საქმიანობაში. რუსეთის ეკლესიამ პოლიტიკური და სამხედრო ინტერვენცია ამ რეგიონებში სათავისოდ გამოიყენა. ჩადგა ის ფეხი და დგას”, — განაცხადა ბართლომეოს პირველმა

კითხვაზე, საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთვევაში, ხომ არ შეიძლება რუსეთის ეკლესიამ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალურობა აღიაროს, მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.

“რუსეთის ეკლესიას არ აქვს უფლება ავტოკეფალია უბოძოს არა მხოლოდ აფხაზეთს, არამედ არავის. ეს ექსკლუზიურად კონსტანტინეპოლის უფლებამისილებაა […] ეს არის ზეწოლა და შანტაჟი, რომელსაც საფუძველი არ აქვს. ცუდია, რომ რუსეთის ეკლესია ერევა თქვენი ეკლესიის შიდა საქმეებში. ცუდია, რომ ერევა იქ, სადაც კი შეუძლია. მას სჭირს დაავადება მესამე რომისა. სურვილი აქვს გაფართოვდეს, წინამძღოლობდეს სრულიად მართლმადიდებლობას. ეს მისწრაფება ამაოა, რადგან კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ არაერთგზის შეეცადა ხორცი შეესხა მესამე რომის იდეისთვის, გამხდარიყო მართლმადიდებელთა ლიდერი, მაგრამ, როგორც ხედავთ, აგერ უკვე 600 წლის განმავლობაში, ეს სურვილი ვერ აისრულა და ვერც ვერასოდეს აისრულებს […]

მინდა გარკვევით აღვნიშნო, რომ ჩვენ, კონსტანტინეპოლის ეკლესია, ვცნობთ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთზე და ოსეთზე, მთელს ამ ფართო რეგიონზე. როდესაც ვწერ ოფიციალურ წერილებს მის უნეტარესობას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილიას, მოვიხსენიებ მას იმ ტიტულით, როგორც მას სურს და როგორადაც მას მიაჩნია სწორად. ამიტომ, მოვიხსენიებ მას, ვითარცა მიტროპოლიტს აფხაზეთისა. ანუ, სრულად ვწერ მის ტიტულს”, — განაცხადა ბართლომეოს პირველმა.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...