მთავარისიახლეებისაზოგადოება,,წმინდა სინოდში უხვად არიან ჩანერგილი რუსული გავლენის აგენტები , რომლებიც საქართველოს...

,,წმინდა სინოდში უხვად არიან ჩანერგილი რუსული გავლენის აგენტები , რომლებიც საქართველოს საზიანოდ მოქმედებენ”- თეოლოგების ალტერნატიული ეპისტოლე

Published on

რუსული გავლენები ქართულ ეკლესიაში – თეოლოგები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალტერნატიულ ეპისტოლეს ავრცელებენ, სადაც წერია, რომ რუსეთი სისტემატიურად არღვევს კანონიკურ საზღვრებს, ამ ყველაფერზე კი საქართველოს საპატრიარქო დუმს, რაც აჩენს ეჭვს, რომ სინოდში რუსული გავლენები მძლავრადაა:

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე ინარჩუნებს ევქარისტიულ კავშირს რუსეთის ეკლესიასთან, რომელიც სისტემატურად არღვევს ივერიის უძველესი საყდრის კანონიკურ საზღვრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სჯულის კანონის უხეში დარღვევით ადგილზე ახორციელებს საეკლესიო მსახურებას.

აღნიშნულთან მიმართებით საქართველოს საპატრიარქოს დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებაში აღვივებს გონივრულ ეჭვს, რომ წმინდა სინოდში უხვად არიან რუსული გავლენის აგენტები და რეზიდენტები ჩანერგილნი, რომლებიც საქართველოს საზიანოდ მოქმედებენ”,-ნათქვამია ეპისტოლეში.

სიახლეები

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის...

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...