ხუთი საათის განმავლობაში ელოდნენ გვირაბის კედელს მინარცხებული, რელსებიდან გადასული თბილისი- ზუგდიდის მატარებლის მგზავრები ალტერნატიულ ტრანსპორტს, რომელსაც ღია ცის ქვეშ დარჩენილი მგზავრები, მათ შორის ბავშვები, ზუგდიდის მიმართულებით გადაეყვანა

მოქალაქეები ხელისუფლებას და კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ და კომუნიკაციის ნაკლებობაზე საუბრობდნენ. მათი თქმით, ამ ხნის მანძილზე მათ მხოლოდ წყალი მიაწოდეს