მთავარისიახლეებისაზოგადოებაანძაზე ასული ახალგაზრდა მამაკაცი მაშველებმა უვნებლად ჩამოიყვანეს

ანძაზე ასული ახალგაზრდა მამაკაცი მაშველებმა უვნებლად ჩამოიყვანეს

Published on

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სამაშველო ოპერაცია ზუგდიდში, სადაც მაღალი ძაბვის ანძაზე ასული მამაკაცი უვნებლად ჩამოიყვანეს. ენერგო პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ქალაქის ტერიტორიაზე, მაღალი ძაბვის ანძაზე სავარაუდოდ ნასვამი პირი იმყოფებოდა, რის გამოც ენერგოსისტემამ ელექტროენერგიის გამორთვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის შუქი არ მიეწოდება ქალაქის ტერიტორიის ნაწილს და ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს. ახალგაზრდა მამაკაცი თვითმკვლელობით იმუქრებოდა და ამბობდა, რომ მან გოგოს ცოლობა თხოვა, რაზეც უარი მიიღო, ის კი აცხადებდა, რომ პასუხს შეყვარებულს ამ ფორმით გასცემდა

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...