მთავარისიახლეებიპოლიტიკაშეიქმნა ხელოვნური უჯრედი, რომელიც ახალი და ჯანმრთელი უჯრედული სიცოცხლის წყაროდ შეიძლება იქცეს

შეიქმნა ხელოვნური უჯრედი, რომელიც ახალი და ჯანმრთელი უჯრედული სიცოცხლის წყაროდ შეიძლება იქცეს

Published on

გენეტიკური ინჟინერიის ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ერთუჯრედიანი სინთეტიკური ორგანიზმის შექმნა შეძლეს, რომელსაც ბუნებრივი უჯრედის მსგავსად გაყოფა და გაზრდა შეუძლია. ხელოვნური უჯრედი ზუსტად იმეორებს ნამდვილი უჯრედის გაყოფის ციკლს, რაც ახალი და ჯანმრთელი უჯრედული სიცოცხლის წყაროა.

მკვლევარებმა ამას ერთუჯრედიანი ბაქტერიის მსგავს სიცოცხლის ფორმაში მიაღწიეს, რომელსაც – JCVI-syn3A დაარქვეს. ეს მიღწევა გენეტიკური სეკვენირებისა და ანალიზის შედეგია, რომელსაც მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში იკვლევდნენ. ისინი ცოცხალ ორგანიზმებში არსებული თითოეული გენის მნიშვნელობას ადგენდნენ.

ჩვენი მიზანი თითოეული გენის ფუნქციის ცოდნაა, რათა უჯრედის მუშაობის სტრუქტურის სრულიად მოდელი შევქმნათ, – ამბობს ბიოფიზიკოსი ჯეიმს პელეტიე MIT-ის უნივერსიტეტიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მიღწევაში მრავალწლიანი დაუღალავი შრომაა ჩადებული, ამ გენებში კვლავ უამრავი საიდუმლო იმალება, რომელიც აღმოჩენას ელოდება. ამით მეცნიერები სიცოცხლის ფუნდამენტური სტრუქტურების საიდუმლოების ამოხსნას იმედოვნებენ

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...