მთავარისიახლეებისაზოგადოებასა­აღ­დგო­მო კვერ­ცხი - უფ­ლის აღ­დგო­მის სიმ­ბოლო

სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხი – უფ­ლის აღ­დგო­მის სიმ­ბოლო

Published on


სა­ერ­თოდ, კვერ­ცხი სი­ცო­ცხლის სიმ­ბო­ლო­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხი არის სიმ­ბო­ლო უფ­ლის აღ­დგო­მი­სა, ასე­ვე მიც­ვა­ლე­ბულ­თა მკვდრე­თით აღ­დგო­მი­სა და მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბა­ში ჩვე­ნი აღ­დგო­მა-გა­ნახ­ლე­ბი­სა: რო­გორც კვერ­ცხის უსი­ცო­ცხლო ნა­ჭუ­ჭი­დან იბა­დე­ბა სი­ცო­ცხლე, რო­მე­ლიც სავ­სე­ბით და­მა­ლუ­ლი იყო, ასე­ვე საფ­ლავ­ში მყო­ფი ქრის­ტეც აღ­სდგა სიკ­ვდი­ლი­სა და ხრწნი­ლე­ბის სა­უფ­ლო­დან. ამი­ტო­მაც ით­ვლე­ბა სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხი უფ­ლის აღ­დგო­მის სიმ­ბო­ლოდ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხის მე­ო­რე სიმ­ბო­ლურ მნიშ­ვნე­ლო­ბას, მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ასეა გან­მარ­ტე­ბუ­ლი: “ისე­ვე, რო­გორც კვერ­ცხი­დან იბა­დე­ბა ცო­ცხა­ლი არ­სე­ბა და ნა­ჭუ­ჭი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ იწყებს სრულ­ყო­ფილ არ­სე­ბო­ბას, ასე­ვე დე­და­მი­წა­ზე იესო ქრის­ტეს მე­ო­რედ მოს­ვლი­სას გან­ვთა­ვი­სუფ­ლდე­ბით მი­წი­ე­რი, ხრწნა­დი სხე­უ­ლი­სა­გან, სულ სხვა, უფრო ამაღ­ლე­ბუ­ლი, მა­რა­დი­უ­ლი, უკ­ვდა­ვი ცხოვ­რე­ბით აღვდგე­ბით და ავ­ღორ­ძინ­დე­ბით”აღ­დგო­მით გა­ი­ღო მა­ნამ­დე დახ­შუ­ლი სა­სუ­ფევ­ლის კარი და გა­ნახ­ლე­ბულ კა­ცობ­რი­ო­ბას და­კარ­გულ სა­მო­თხე­ში – სა­სუ­ფე­ველ­ში დაბ­რუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა. ადა­მი­ან­თა მა­რა­დი­უ­ლი სიკ­ვდი­ლის, ეშ­მა­კი­სა და ცოდ­ვის მო­ნო­ბის­გან გა­მოხ­სნა და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა კი მო­პო­ვე­ბუ­ლია უფალ იესო ქრის­ტეს უწ­მინ­დე­სი სის­ხლით. სწო­რედ ამას მი­ა­ნიშ­ნებს და შეგ­ვახ­სე­ნებს სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხის წი­თე­ლი ფერი. რად­გან უფალ­მა და მხსნელ­მა ჩვენ­მა ჩვე­ნი ხსნის­თვის სის­ხლი პა­რას­კევს დაღ­ვა­რა, სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხი ვნე­ბის პა­რას­კევს უნდა შე­ი­ღე­ბოს.

სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხის წით­ლად შე­ღებ­ვის ტრა­დი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს ასე­თი გად­მო­ცე­მაც: ზე­ცად ამაღ­ლე­ბამ­დე უფალ­მა იესო ქრის­ტემ მო­ცი­ქუ­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში წარ­გზავ­ნა, რათა ყვე­ლას­თვის ეხა­რე­ბი­ნათ უფ­ლის მკვდრე­თით აღ­დგო­მა. სა­ქა­და­გებ­ლად წა­ვი­და მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლიც. მან რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში იქა­და­გა ქრის­ტეს მკვდრე­თით აღ­დგო­მა. ბო­ლოს იტა­ლი­ა­ში ჩა­ვი­და, იმ­პე­რა­ტორ ტი­ბე­რი­უსს წა­რუდ­გა, კვერ­ცხი გა­უ­წო­და და მი­მარ­თა: “ქრის­ტე აღ­სდგა!” ეს ისე­ვე და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რო­გორც ის, რომ ახლა ეს კვერ­ცხი გა­წით­ლდე­ბაო, უთ­ქვამს იმ­პე­რა­ტორს. მო­უ­ლოდ­ნე­ლად კვერ­ცხმა მარ­თლაც იწყო გა­წით­ლე­ბა, ბო­ლოს კი სულ გა­წით­ლდა.

უძ­ვე­ლე­სი ჩვე­უ­ლე­ბის თა­ნახ­მად, აღ­მო­სავ­ლეთ­სა და იუ­დე­ა­ში უმაღ­ლეს პირ­თან პირ­ვე­ლად წარ­დგო­მი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე სა­ჩუ­ქა­რი უნდა მი­ერ­თმი­ათ, ამი­ტო­მაც არ გაჰ­კვირ­ვე­ბია იმ­პე­რა­ტორ ტი­ბე­რი­უსს მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლის ძღვე­ნი. ქრის­ტეს აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს მორ­წმუ­ნე­ნი ერ­თმა­ნეთს წი­თე­ლი კვერ­ცხის ურ­თი­ერ­თმი­წო­დე­ბი­თაც ულო­ცა­ვენ. კვერ­ცხის ურ­თი­ერ­თგაც­ვლის წე­სიც მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლი­სა და რო­მის იმ­პე­რა­ტო­რის შეხ­ვედ­რას უკავ­შირ­დე­ბა: მა­რი­ამ­მა იმ­პე­რა­ტორს მო­უ­თხრო იესო ქრის­ტეს ცხოვ­რე­ბა­ზე, მის ჯვარ­ცმა­სა და აღ­დგო­მა­ზე, რა­მაც ტი­ბე­რი­უს­ზე უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. იგი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ქრის­ტი­ან­თა ქო­მა­გად დარ­ჩა, ქრის­ტეს მიმ­დე­ვარ­თა შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის ანე­ბებ­და.

რო­დე­საც იმ­დრო­ინ­დელ­მა ქრის­ტი­ა­ნებ­მა შე­ი­ტყვეს, თუ რა­ო­დენ ძლი­ე­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნელ­მა იმ­პე­რა­ტორ ტი­ბე­რი­უს­ზე კვერ­ცხის ბო­ძე­ბი­თა და სი­ტყვე­ბით – “ქრის­ტე აღ­სდგა!”, მისი მი­ბაძ­ვა და­ი­წყეს – აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე ურ­თი­ერ­თს წით­ლად შე­ღე­ბილ კვერ­ცხს გა­დას­ცემ­დნენ სი­ტყვე­ბით – “ქრის­ტე აღ­სდგა!” ეს ჩვე­უ­ლე­ბა თან­და­თა­ნო­ბით მარ­თლმორ­წმუ­ნე ქრის­ტი­ან­თათ­ვის სა­ყო­ველ­თაო წე­სად იქცა.

სიახლეები

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის...

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...