მთავარიUncategorized"იგი მხნედ არის და უახლოეს დღეებში გააკეთებს განცხადებას თავისი გადაწყვეტილების შესახებ...

“იგი მხნედ არის და უახლოეს დღეებში გააკეთებს განცხადებას თავისი გადაწყვეტილების შესახებ ” – მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელია ციხეში მოინახულა

Published on

მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელია ციხეში მოინახულა. რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ის ორ საათზე მეტხანს იმყოფებოდა. როგორც ციხის დატოვების შემდეგ ხაზარაძემ თქვა, მელიას ორ საკითხზე ესაუბრა. ესენია: ევროკავშირის გირაო და “ლელოს” ინიციატივა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. 

ორ ძირითად საკითხზე იყო საუბარი, ევროკავშირის გირაოსა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. პრინციპურად იგი იზიარებს, იმას, რომ ევროკავშირის გირაო არის უპრეცენდენტო რამ. ევროკავშირი დამნაშავეებს გირაოს არ უხდის. არ მინდა ნიკა მელიას გარეშე ვისაუბრო, უახლოეს დღეებში იგი თვითონ გააკეთებს განცხადებას, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, პრინციპულად ეთანხმება იდეას, მაგრამ უფრო დეტალურად გააცნობს საზოგადოებას მის მოსაზრებას, – ამბობს მამიუკა ხაზარაძე.

რაც შეეხება გირაოს საკითხს, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას ისე, რომ ნიკას თავმოყვარეობას და იმ პრინციპს, რის გამოც ნიკა ამდენი ხანია ციხეში, არ შეეხება”.

ნიკა მელიას მდგომარეობასთან დაკავშირებით კი მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომის  თავს გრძნობს მხნედ და “განმსჭვალულია საბრძოლო სულისკვეთებით”.

ხაზარაძემ ციხეში შესვლამდე განაცხადა:”მე დღეს ვხვდები ნიკა მელიას და კიდევ ერთხელ მინდა მას ვესაუბრო ორ თემაზე. პირველი თემა ეხება იმას, რომ ეს არის უნიკალური შანსი, ევროკავშირის ფონდის გამოყენება, იმიტომ, რომ ეს არ არის რაიმეს აღიარება. პირიქით, ეს არის ქართულ ოცნებაზე სილის გალაწუნება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან. შესაბამისად, ეს ფაქტი უნდა იქნას გამოყენებული. მეორე საკითხი, თქვენ იცით, რომ ლელო შევიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას საგამოძიებო საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელიც სრულად გამოიძიებს 20 ივნისის ფაქტებს, და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ამნისტიაზე საუბარი და მისი განხორციელება”

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...