მთავარისიახლეებისამართალიევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო მესამე პრეზიდენტის სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო მესამე პრეზიდენტის სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

Published on

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ – ევროსასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო.

სააკაშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, საუბარია სისხლის სამართლის ორ საქმეზე, ერთია ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან და მეორე – შეწყალების საქმესთან დაკავშირებული.

„ორივე საქმეზე მიმდინარეობს განხილვა, შესაბამისი კითხვები გადმოგზავნილია პროკურატურაში და შემდგომ ეტაპზე ჩვენ მოგვიწევს კონკრეტულ პოზიციებზე დაზუსტებული პასუხების გაგზავნა. მესამე პრეზიდენტის მიმართ საქართველოში, ეროვნული სასამართლოების დონეზე გამოტანილია არაობიექტური განაჩენი, ვინაიდან საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, არაჯეროვნად იყო საქმე შესწავლილი და დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“, – განუცხადა „ტვ პირველს“ გიორგი ჩივიაშვილმა.

თავადმიხეილ სააკაშვილის შეფასებით კი, ევროსასამართლოს კითხვები არის სრულიად არაორაზროვანი, ძალიან ნათელი და კონკრეტული.

„საერთოდ არ არის საჭირო სტრასბურგი, იმისათვის რაც იცის თითოეულმა ქართველმა, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე ივანიშვილის „კაპრიზებზე“ რუსეთის დაკვეთით შექმნილი ყალბი, ცრუ საქმეები, რომელსაც არაფერი კავშირი არა აქვს სამართალთან და სამართლიანობასთან.

საქართველოს არ სჭირდება ბატონი, საქართველოს სჭირდება პატრონი, ახლა არის ბატონის ქვეშ, ოღონდ უპატრონოდ.

მე მაქვს დაგეგმილი, რომ ძალიან აქტიურად ჩავერთო პროცესებში, რომელიც უკავშირდება შემოდგომის რეფერენდუმს და ამჯერად   ნიკა მელიას ციხიდან დახსნას და სხვა რეპრესიების შეწყვეტას“, – განუცხადა სააკაშვილმა „ტვ პირველს“.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...