მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარია დღეს პირველად გამოჩნდა ფართო საზოგადოებაში გადადგომიდან გასული პაუზის შემდეგ

გიორგი გახარია დღეს პირველად გამოჩნდა ფართო საზოგადოებაში გადადგომიდან გასული პაუზის შემდეგ

Published on

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს პირველად გამოჩნდა ფართო საზოგადოებაში გადადგომიდან გასული საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ – დღეს იგი კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა და მედიის ყურადღება მიიპყრო,,თუმცა უპასუხოდ დატოვა მის მიმართ ჟურნალისტების მიერ დასმული ყველა კითხვა

ოფიციაურად არ გავრცელებილა ინფორმაცია, რომ გახარია მაისში პარტიის დდამფუძნებელი შეკრების გამართვას გეგმავს. როგორც ჩანს იგი ამ ეტაპზე თავისი გუნდის დაკომპლექტებით არის დაკავებული.

ამ დღეებში მის გუნდს კიდევ ერთი წევრი შეემატა – ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში გიორგი გოგუაძე ახალ პოლიტიკურ ძალაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას უხელმძღვანელებს.

“მიმდინარეობს პარტიის მშენებლობის აქტიური პროცესი, ეც ვუხელმძღვანელებ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიწრო პოლიტიკური პროცესების მიღმა დავინახოთ თუ რა უჭირს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენი ხედვით და სტრატეგიით შევთავაზოთ საქართველოს მოქალაქეებს ის გამოსავალი, რომელთაც ისინი ყოველდღიურად ხედავენ.

აი ამ პოლარიზაციის და პოლიტიკურ პროცესებში გამორჩენილი არის საქართველოს მოქალაქე. ჩვენი პარტიის და ჩვენი გუნდის ხედვა არის სწორედ ის, რომ საქმეზე ორიენტირებით, კონკრეტული გეგმების, ამოცანების დასახვით, მისი შესრულებით ამ პრობლემების გადაჭრაში ჩავერთოთ”, – განაცხადა გიორგი გოგუაძემ ტელეკომანია ფორმულას ეთერში

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...