მთავარიUncategorizedვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა.

მოსამართლემ, სამივე ბრალდებული – სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა, მოსამართლემ გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ არსებობს დანაშაულის განმეორების მაღალი რისკი. 

მოსამართლის განმარტებით, დაცვის მხრიდან რაიმე წონადი არგუმენტი არ მოუსმენია, ხოლო თავდებში მყოფი პრიები სანდო ურთიერთობაში უნდა იყვნენ ბრალდებულებთან. 

ვახო სანაიაზე თავდამსხმელების პროცესის პარალელურად აქცია გამართა გია გაჩეჩილაძემ, იგივე “უცნობმა, რომელიც იქ მცირერიცხოვან ” მხარდამჭერებთან ერთად მივიდა.

მისი თქმით, 2 000-მდე ხელმოწერა მიიტანა, რათა თავდასხმაში ბრალდებულებს თავდებში ჩაუდგნენ.”

,,ძალიან ვწუხვარ, რომ ბავშვმა დაიწყო ტირილი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რახან ბავშვმა ტირილი დაიწყო, ცხოვრება უნდა დავუნგრიოთ ადამიანებს?” – ამბობს უცნობი. –თქვენ რა იცით, რომ ესენი მოძალადეები არიან, ბრალდება შეიძლება ნებისმიერი იყოს, მაგრამ სანამ განაჩენი არ გამოვა, ესენი არ არიან მოძალადეები. […] რადგან ტელევიზიები ამას აკეთებენ, ეს არის ძალიან ცუდი საქართველოში, ეს არის მსუბუქი მუხლი და მსუბუქ მუხლზე შეუძლიათ ადამიანებს ყველა საქმე, გარეთ ელოდებიან ადამიანები გამოძიებას. 

მე არ ვიცი, თავდასხმა მოხდა, არ მომხდარა იქ ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა, მე არ მჯერა ვახო სანაიასი, ჩემი შინაგანი სიმართლის მჯერა და თუ შეიძლება დამაცადეთ რომ მივიდეს გამოძიება ბოლომდე. ესეთი ფორმით კითხვების დასმა ძალადობაა, მე სხვაანირად აღვიქვამ მოვლენებს, თქვენ სხვანაირად, ხომ შეგიძლიათ დამანებოთ თავი?!”, – შეუტია მედიას გია გაჩეჩილაძემ. 

 

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...