მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას პროცესი ისევ გადაიდო. მომდევნო პროცესი თბილისისი საქალაქო სასამართლოში 13 მაისს 12:00 საათზე გაიმართება.

ენმ-ს თავმჯდომარის ადვოკატმა, ცოტა ხნის წინ,  სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა დააყენა და პროცესის გადადებას ითხოვა.

როგორც გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ამასთან, პარლამენტში ინიცირებულია ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, შესაბამისად, შესავალ სიტყვაში სამართლებრივ დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

“აღნიშნული საქმე მიჩნეულია პოლიტიკურად აღქმად საქმედ, ინიცირებულია კანონპროექტი ამნისტიის შესახებ. საქმის დეტალებზე საუბარი არ მიგვაჩნია ამ ეტაპზე სწორად. გადაიდოს იქამდე, სანამ ეს საქმე არ გადაწყდება იქ, სადაც პოლიტიკური მდგენელები ადგენენ საქმეზე ყველაფერს,” – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა სასამართლო პროცესზე.

პროცესის გადადების მიზეზი დაცვის მხარის მიერ შესავალ  სიტყვაზე უარის თქმა გახდა.

სიახლეები

უიტკოფი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში, „ვნუკოვო-2“ აეროპორტში დაეშვა.სტივენ უიტკოფს ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა...

აქტივისტი თათა ხუნდაძე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

სამოქალაქო აქტივისტი თათა ხუნდაძე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. საქმე ეხება...

გაეცეს პასუხი კითხვას- რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია პროტესტის წინააღმდეგ – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ საჯაროდ გაეცეს პასუხი კითხვას,...

პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდება

"ქართული ოცნების" განათლების მინისტრის, გივი მიქანაძს განცხადებით, მომავალი წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მე-6...