მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს დემოკრატიის ქულა ახლა ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, რომელიც 10 წლის წინ იყო...

საქართველოს დემოკრატიის ქულა ახლა ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, რომელიც 10 წლის წინ იყო – Freedom House

Published on

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House აქვეყნებს 2021 წლის ანგარიშს, რომლის თანახმად საქართველოს დემოკრატიის ქულა ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, რომელიც 10 წლის წინ იყო.

ანგარიშში საუბარია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, კერძოდ, ოპოზიციის ბოიკოტსა და ‘”ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზეც.

“საქართველოში ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოცხადებულმა ბოიკოტმა და 2021 წლის თებერვალში ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ ნათლად აჩვენა, ქვეყნის ბოლო დროინდელი რეფორმების მცდელობის დასასრული. საქართველოს დემოკრატიის ქულა ახლა ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, რომელიც 10 წლის წინ იყო მაშინ, როცა დღევანდელი მმართველი პარტია ხელისუფლების სათავეში მოვიდა.

კიდევ უფრო ტრაგიკული ისაა, რომ ჰიბრიდულ რეჟიმებში მყოფი ოპოზიციური ჯგუფები თავს იძულებულად თვლიან ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს არათანაბარი სათამაშო წესების გამო. გამარჯვებულებს ლეგიტიმაციას ართმევენ და მთელი ყურადღება სერიოზული დარღვევებისკენ გადადის, ეს კი ამომრჩეველს ცვლილებებისთვის დარჩენილ მცირე შესაძლებლობას ართმევს. არჩევნებს ყოველთვის არ გამოჰყავს ქვეყანა ჰიბრიდული რეჟიმიდან, მაგრამ შანსი 0-მდე ეცემა, როცა არავინ, არაფერს ცდილობს”,-ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ მედია გარემოსაც. Freedom House-ის შეფასებით, ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის მაგალითი აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლებაა.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...